დღეს საღამოს ერთი საათის განმავლობაში ქუთაისის სხვადასხვა უბანში ერთმა და იგივე პიროვნებამ 5 სუპერმარკეტი დააყაჩაღა. მაღაზიის გამყიდველების თქმით, ახალგაზრდა იარაღის მუქარით გამყიდველებს აიძულებდა სალაროდან ფული მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა. როგორც მაღაზიის გამყიდველები ჰყვებიან, შეიარაღებული ახალაზრდა ნიღბის გარეშე მოქმდებდა.
„დაახლოებით, 25 წლამდე ბიჭი იქნებოდა. შემოვიდა მაღაზიაში და ჩემს თვალწინ გადატენა იარაღი. დამემუქრა, რომ თუ ფულს არ მივცემდი, სიცოცხლეს გამომასალმებდა. ვუთხარი რომ რაც ნავაჭრი თანხა მქონდა, მაღაზიის მფლობეკს გავუგზავნე. არ დაიჯერა და მაღაზიის ჩხრეკვა დაიწყო და თან სიტყვიერ შეურაცყოფას მაყენებდა", - აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი თამარ მხეიძე.