ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ადასტურებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ თაკო სალაყაიამ "პირველი რადიოსათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სალაყაიას თქმით ის საქართველოს დედაქალაქში დღეს დაბრუნდება. "ნამდვილად არ ვარ თბილისში, მაგრამ ვბრუნდები დღეს საღამოს, რომ შევიტყვე ეს ამბავი, ბილეთი გადავცვალე და ვბრუნდები. თუ აინტერესებს პროკურორს ან საზოგადოებას ვბრუნდები დღეს თბილისში და შეუძლიათ გადაამოწმონ, თბილისიდან წინა დღით წავედი უბრალოდ და წარმოდგენა არ მქონდა თუ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო", - განაცხადა "პირველ რადიოსათან" საუბრისას თაკო სალაყაიამ.