იტალიის ვიზის მოთხოვნაზე პროცედურები მარტივდება, თუმცა ძვირდება. როგორც საქართველოში იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავინიმ განაცხადა ვიზების მართვაზე მენეჯმენტს კომპანია ,,ვიზა მენეჯმენტ სერვისი" განახორციელებს.
იტალიის ელჩის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოდან იტალიაში წასვლის სურვილი ბევრ ადამიანს აქვს, ხოლო საელჩო ფიზიკურად ვერ ახერხებს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებს. როგორც ფედერიკა ფავინიმ ჟურნალისტებთან განმარტა ,,ვიზა მენეჯმენ სერვისი" პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ვიზის მისაღებად განაცხადის წარდგენაზე, ხოლო რაც შეეხება ვიზების მიღებას ამაზე პასუხისმგებლობა კვლავ საელჩოს აკისრია.
იტალიის ელჩის განცხადებით, ვიზის მისაღებად მოსაკრებელი იგივეა დარჩება, თუმცა მას დაემატება კომპანიის მომსახურების საფასური 63-ლარი. შესაბამისად ყველა პირს დამატებით მოწევს ამ თანხის გადახდა. როგორც ჟურნალისტებთან იტალიის ელჩმა განმარტა დაინტერესებული პირი კომპანიის მომსახურების გადასახადს იმ შემთხვევაშიც გადაიხდის თუ პირველ ეტაპზე ვერ შეძლო ვიზის მიღება.
,,ვიზის მოთხოვნაზე აპლიკაციის შეტანა გამარტივდა და მოლოდინის რეჟიმში რიგებში დოგმა აღარ იქნება. აქ განლაგებულია 17 ფანჯარა, ბაშვებისთვის შექმნილია ცალკე კუთხე და ბევრად უფრო კომფორტული გარემოა, ვიდრე საელჩოში იყო შექმნილი. რაც შეეხება ვიზების გაცემაზე ნებართვას, ამაზე პასუხისმგებლობას ისევ საელჩო იღებს. Eეს ოფისი კი ემსახურება მხოლოდ ვიზების მისაღებად შესავსები აპლიკაციების მიღებას", -განაცხადა ფედერიკა ფედერიკა ფავიმ და აღნიშნა, ,,ვიზა მენეჯმენტ სერვისი" წარმატებულად ახორციელებს თავის საქმიანობას უკრაინასა და რუსეთში.
პრესკონფერენციას ,,ვიზა მენეჯმენ სერვისის" ხელმძღვანელმა ჯენატო ბერტოლიც ესწრებოდა. როგორც ჟურნალისტებთან ჯენატო ბერტოლიმ განმარტა ვიზის მოთხოვნაზე განაცხადის შევსება შესაძლებელია იქნება როგორს სატელეფონო სერვის საშუალებით ასევე ონლაინ რეგისტრაციით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირს შეეძლება მივიდეს რუსთაველის #27 მდებარე კომპანიის სერვის-ცენტრში და წარდგენს ვიზის მისაღებად ყველა აუცილებელი დოკუმენტი. Uუკვე ათი დღის შემდეგ კი შეეძლება ვიზის მისაღებად გამოცხადდეს არა საელჩოში არამედ, კვლავ კომპანიის სერვის-ცენტრში.