ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ. სასამართლო პროცესი 17 საათზე და 10 წუთზე დაიწყო.
შუამდგომლობის თანახმად, რომლითაც მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა საგამოძიებო უწყება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატთა განცხადებით პროკურატურის მიერ დასახელებული დაკავება აფსურდულია და ისინი სასმართლოს შუამდგომლობით მიმართავენ არ გამოიყენონ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება. სასამართლო სხდომას ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი თავადაც ესწრებიან, ორივე მათგანი დარბაზში ხელბორკილებით შეიყვანეს.