საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანების ნაწილის სურვილია ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე.
„ეს არის მუქარის დემონსტრირება რომელიც მიმართულია მოსამართლის მისამართით. მოსამართლეს ვთხოვთ ნუ მოექცევა ზეწოლის ქვეშ და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე მინიმიმ გირაოთი დაკმაყოფილება უნდა მოხდეს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.