კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური წინასწარი დაკავების იზოლატორიში შევიდა, რათა მან როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ასევე „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულოს.
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ჩემი ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღინისძიების შეფარდების საქმეზე უკვე მიმართა. რამდენიმე წუთია თბილისიდან ჩამოვედი, ვსარგებლობ უფლებით და როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ასევე მერაბიშვილს მოვინახულებ. მიმართვიდან 24 საათში მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო პროცესი უნდა ჩაინიშნოს, თუმცა ჩემთვის ეს დღეს იქნება თუ ხვალ უცნობია" განაცხადა გიორგი გელხაურმა.