"მის საქართველო 2013"-ის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
როგორც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კომპანია "იმიჯ-ცენტრის" ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა განუცხადა, "მის საქართველო 2013" დღეიდან გახსნილად ცხადდება.
„ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ 17-25 წლამდე ასაკის გოგონებს. რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ივნისამდე. ფინალურ კასტინგი ჩატარედება 21 ივნისს, სადაც შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც გააგრძელებენ "მის საქართველო 2013"-ის ტიტულისთვის ბრძოლას.
"მის საქართველო 2013" ფინალური შოუ 22 ივლისს, სავარაუდოდ თბილისში გაიმართება. შარშან დავარღვიეთ ბათუმის ტრადიცია და ფინალი განახლებულ რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა, რაც ძალიან საინტერესო იყო. "- განაცხადა ია კიწმარიშვილმა.
ტრადიციულად კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება მთავარი პრიზით - ავტომობილით.
უკვე მესამედ, ღონისძიების მთავარ პრიზს აწესებს კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" და გამარჯვებულ "მის საქართველო 2013"-ს გადაეცემა ახალი მოდელის, ელეგანტური ავტომობილი "ტოიოტა RAV 4".
"მის საქართველო 2013"-ის გამარჯვებული ტოპ-5 გაემგზავრება სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე. კომპანია "იმიჯ-ცენტრი" არის "მის საქართველო"-ს ორგანიზატორი და მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების ""Miss World"-ის, "Miss Universe"-ის, " Miss Intercontinental "-ის და " Miss Tourism International"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
კონკურსი "მის საქართველო" ყოველწლიური პროექტია, რომელიც უკვე მეთერთმეტედ ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში.
პროექტი "მის საქართველო" ემსახურება ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა: - საქართველოს კულტურის, ფოლკლორის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. თურიზმის განვითარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა ახალგაზრდებში, მოდისა და ხელოვნების სფეროების განვითარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება. ქართული და საერთაშორისო ბრენდების და პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ცნობადობის ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები