10 ქართველი მეზღვაური - პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკუპაჟი ალჟირში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გუშინ სასამართლომ მოუსმინა როგორც გემის მფლობელს, ასევე ტვირთის მიმღებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ 27 მაისს უნდა გამოიტანოს. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ეკიპაჟს ბორტის დატოვების უფლება მხარეთა შორის დავის დასრულებამდე შუძლია.
რამდენიმე დღის წინ ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინგილსში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ქართველი მეზღვაურების უფლებების დაცვოის დაპირებები მიიღეს. მათ ასევე გაარკვიეს ის, რომ მეზღვაურთათვის განკუთვნილი ხელფასის ნაწილი გემის მფლობელმა უკვე გადაიხადა. დარჩენილ ნაწილს კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები