საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ში მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს, 24 თებერვალს _ დილის 09:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე _ ჩაუტარდება მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ში მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შემოვლით გზაზე, ქალაქ გორის გავლით, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.