ქუთაისის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა სოფო ბენაშვილმა ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა გააცნო. დეპარტამენტის უფროსის თქმით ქვეყანაში დევნილები კვალვ უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და ხელისუფლება მათ დასახმარებლად ეფექტურ ღონისძიებებს ვერ ატარებს.
„ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციისების წარმომადგენლებს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში დევნილების შესახებ წარმოდგენილი თავი გავაცანით. ასევე მივიღეთ მათგან რეკომენდაციები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ" განაცხადა სოფო ბენაშვილმა.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღესვე ბათუმსა და ზუგდიდშიც არის ჩანიშნული.