შეწყალების კომისია 450 პატიმრის საქმეს განიხილავს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა 450 პატიმრის საქმიდან კომისია 40-მდე ქალის, და 2 არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს.
მისივე განცხადებით კომისა დადებით რეკომენდაციებს ვერ მისცემ იმ პატიმრებს რომლებიც ბრალდებული არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.
,, თქვენ იცით, რომ დადებით რეკომენდაციას არ ვაძლევთ იმ პატიმრებს, რომლებიც ბრალდებული არიან მკვლელობის მცდელობისთვის, მაგრამ კომისიაში შემოვიდა ექვსი პატიმრის საქმე, სადაც თავად დაზარალებულის ოჯახისწევრები მოითხოვნენ პატიმრის გათავისუფლებას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავენ. ამიტომ შეწყალების კომისია ამას გაითვალისწინებს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თევდორაძემ და აღნიშნა, რომ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 26 მაისისთვის დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 13:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები