ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმე სასამართლოს დღეს გადაეგზავნება, რის შემდეგაც სასამართლოს სხდომა ჩაინიშნება და აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ."ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს და კახეთის გუბერნატორს ბრალი ოფიციალურად გვიან ღამით წაუყენეს.
ვანო მერაბიშვილის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება. ივანე მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, პროკურატურა მერაბიშვილს ზუსტად იმ მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს, რაზეც დღის განმავლობაში ჰქონდა საუბარი - მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები
ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენბული - თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და გაფლანგვა.
ადვოკატი გიორგი გელხაურის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ედება მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია უცვლელია და ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები