ვანო მერაბიშვილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის, არ იყო და ვერ იქნებოდა პრივილეგირებული, - ასე ეხმიანება შს მინისტრი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბრეაშვილის დაკავებს.
„ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არავინ არ არის და არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე, კანონი არის უზენაესი, შესაბამისად ვანო მერაბიშვილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში
არ არის, არ იყო და ვერ იქნებოდა პრივილეგირებული. მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზული ბრალი არის გამოკვეთილი, იქ რამდენიმე ეპიზოდი არის. მე ვიცი, რომ გამოიკვეთა ორი მძიმე კორუფციული ეპიზოდი. ამას გარდა მე ასევე მაქვს
ინფორმაცია, რომ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც იკვეთება მისი ბრალეულობა. შესაბამისად მე კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავინ არ იქნება პრივილეგირებული, არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილი,
არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, მოქმედი პირველი მოადგილე დავაკავეთ იმიტომ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობისთვის". ყველამ კარგად იცის თუ
რა საქმეებს ჩადიოდნენ მთელი ბოლო 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ, როგორც ვანო მერაბიშვილმა ისე სხვებმაც, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რა თქმა თუ ეს დამტკიცდება სასამართლოს მიერ, პასუხი უნდა აგონ
კანონის მთელი სიმკაცრით„, - აცხადებს შს მინისტრი