პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავავა, ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.
გამოძიება მერაბიშვილს რამდენიმე ეპიზოდში ედავება, მათ შორის დასაქმების პროგრამისას გამოვლენილი კორუფციული სქემაა. მერაბიშვილს ბრალი ედება დასაქმების პროგრამის, სანდრო გირგვლიანის და 26 მაისის აქციის დაშლის საქმეებზე.
"უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა კომპლექსურ ღონისძიებებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების მიზნით. დანაშაულის ჩადენის ადგილის, სიმძიმისა და საქმეების სირთულის მიხედვით გამოძიების წარმართვაში ჩართულნი იყვნენ, როგორც პროკურატუტრის ტერიტორიული ორგანოები ასევე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. ამ ეტაპზე შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ ივანე მერაბიშვილის კორუფციული საქმიანობის 2 მნიშვნელოვანი ეპიზოდი. რომელთაგან პირველი საყურადღებო და პრიორიტეტულია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ჩადენილია ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.
ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ გამოძიების პროცესში უკვე მოპოვებულია შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 164-ე პრიმა მუხლის, 184-ე მუხლის მესამე ნაწილის და 332 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსნებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილსა და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს"დასაქმების პროგრამასთან" დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში, ჰკითხვდნენ.