22 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულზე, შეხვედრების ოთახში, სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
ცნობილი საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჯორჯია" ტექნიკური ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს სთავაზობს ორთვიან ინტენსიურ სტაჟირების პროგრამას; პრაქტიკულ ტრენინგებს გაყიდვების დეპარტამენტში; პრაქტიკულ გამოცდილებას დინამიკურ და პროფესიულად მზარდ ბიზნესგარემოში; დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების პროგრამის იმ წევრებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსს.