დღეს, 24 თებერვალს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართება.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.