ახალგაზრდული ორგანიზაცია „FOREVER", ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებასთან ერთად, განახორციელებს ღონისძიებათა ერთობლიობას, სახელწოდებით „საქართველოს მოპოვებული, დაკარგული და აღდგენილი დამოუკიდებლობა - 1918-1991 წ.წ."
ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება ატარებს არაკომერციულ, არაპოლიტიკურ ხასიათს. მათში მონაწილეობის მიღება და დასწრება იქნება თავისუფალი. ღონისძიებები დაგეგმილია 20-26 მაისს და იქნება ინტელექტუალურ-შემეცნებითი ხასიათის. სამოქალაქო საზოგადოების ამ კუთხით ნაკლებად ინფორმირებულ ნაწილს ექნება საშუალება მიიღოს მეტი ინფორმაცია საინტერესო ფორმატით.
1. საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა შესახებ სამეცნიერო კონფერენცია;
2. საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია
3. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ამსახველი ფოტო გამოფენა;
4. გეგა კობახიძის ნახატების გამოფენა;
5. კინო-ფილმების ჩვენება გეგა კობახიძის მონაწილეობით;
6. მხატვარ სოსო წერეთლის ნახატების გამოფენა.
ღონისძიების მხარდაჭერა გამოხატა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, თიბისი ბანკმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.
„FOREVER" - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომლის ძირითადი მიზნებია - საქართველოს ისტორიის კვლევა, ანალიზი, განზოგადება და სხვადასხვა ფორმით მიწოდება საზოგადოების ფართო ნაწილისათვის; საქართველოს საზოგადო მოღვაწეებისა და სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ღვაწლისა და დამსახურების შესწავლა, წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგზრდა თაობებისთვის; საქართველოს სხვასადსხვა კუთხის ტრადიციების კვლევა, წარმოჩენა და მათი შენარჩუნების ხელშეწყობა; სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში; საქართველოს განვითარების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების მხარდაჭერა, შესწავლა, ანალიზი და განზოგადება; სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა დაახლოება, მათი ღვაწლისა და ინიციატივების წარმოჩენის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;