დღეს, 24 თებერვალს, 14:00 საათზე, მარნეულის კულტურის სახლში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების აბიტურიენტებისთვის ღონისძიება გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიება მათი აპარატის ორგანიზებითა და განათლების სამინისტროსთან არსებული ეროვნული გამოცდების ცენტრის თანადგომით ეწყობა.
"მარნეულის კულტურის სახლში დაგეგმილია ღონისძიება, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების აბიტურიენტებთან, რომლებიც აპირებენ ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში", - აცხადებენ იაკობაშვილის აპატარში.
საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი შვიდივე რაიონის მოსწავლეებს დეტალურად გააცნობს ყველა იმ სიახლეს, რომელიც წელს განხორციელდა.