მართლმსაჯულების ხარვეზებს დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის. ამ საკითხე მუშაობა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო. კომისია იმ პირთა საქმეებს განიხილავს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ ჩატარებული გამოძიება, ან სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადო არ არის.
ამ საკითხთან დაკავშირებით ,,თბილის მარიოტში' ფორუმი იმართება, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ბარამიძის განმარტებით, კომისია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე იმსჯელებს.
,,საბოლოო ჯამში სისხლის სამართლებრივი საქმეების გადასინჯვის შედეგად თუ დაგინდა მართლმსაჯულების ხარვეზი და თუ ამას შემდეგში დაემატა სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენის გაუქმების შესახებ შეიძლება ეს გახდეს მომავალში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასჯელის შეტანის საფუძველი, მაგრამ კომისიამ ასეთი საჩივრები ჩვენი აზრით არ უნდა განიხილოს, რადგან ეს შეიძლება ბოლოს და ბოლოს ძალიან მძიმე ფიზიკურ და ასევე ფულად ტვირთად დააწვეს საქართველოს სახელმწიფოს', _განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები