,,კოჰაბიტაცია დამნაშავე რეჟიმთან შეიძლება დანაშაულის ტოლფასი გახდეს", -განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც სპორტის სასახლეში რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.
,,აქ ადამიანები მოვიდნენ იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას უთხრან ჩვენ ხმა არ მიგვიცია ხმა დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაციისთვის, ჩვენ ხმა მივეცით ახალ ხელისუფლებას იმიტომ, რომ სამართლიანობა აღსდგეს. დღეს მე მოვედი აქ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ადამიანებს ვისი უფლებებიც დაირღვა', -განაცხადა ბურჯანაძემ.