,,17 მაისს პოლიციამ თავისი მოვალეობა საუკეთესოდ შესრულა", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პოლიცელთა აღლუმის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ პოლიელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს.
,,კრიტიკულ მომენტში პოლიცია დადგა არჩევანის წინაშე, ან უნდა მიემართა გაცილებით მძიმე ღონისძიებებისთვის და ამას შესაძლოა პროცესი ბოლომდე უმართავი გაეხადა, ან უნდა უზრუნველეყო დემონსტრანტთა უსაფრთხოება და საკუთარ თავზე მიეღო აგრესიული მასის დაწოლა. მათ არჩევანი გააკეთეს მეორე გზის სასარგებლოდ და ეს იყო აბსოლუტურად სწორი გამოსავალი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე.
"საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არც ერთ ადამიანს, არავის, არც ერთი შეხედულების, ორგანიზაციის, თუ რელიგიური მრწამსის წარმომადგენელს არ აქვს იმუნიტეტი და საქართველოს კანონებით და კონსტიტუციით სხვისი ცემა, ქონების დაზიანება, საფრთხის შექმნა სხვისი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველაფერი არის დასჯადი ქმედებები და მე მგონია, რომ სამართალდამცველი ორგანოები ამის შესახებ თავად მოგვაწვდიან ინფორმაციას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები