მოსკოვის ჩრდილო აღმოსავლეთით 20 წლის გოგონამ დედასთან კონფლიქტის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ინტერფაქსის" ინფორმაციით, გოგონას სქესის შეცვლა სურდა, თუმცა დედა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
გარდაცვლილი გოგონას დედის განცხადებით, ბოლო სამი წლის მანძილზე ქალიშვილს სქესის შეცვლა აქტიურად სურდა, თუმცა თავად ამას ეწინააღმდეგებოდა და ხშირად კონფლიქტური სიტუაცია იქმნებოდა. მისივე განცხადებით, თვითმკვლელობის დღეს მისი ქალიშვილი სახლიდან უნივერსიტეტში გავიდა და უცნაური არაფერი შეუნიშნავს.
როგორც ცნობილი გახდა, 20 წლის გოგონა მეორე კურსის სტუდენტი იყო. დედასთან კონფლიქტის შემდეგ ის საკუთარი სახლის სიახლოვეს ერთ-ერთ შენობაში შევიდა და 22-ე სართულიდან შიშველი გადმოხტა.
ადგილზე საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ. ამ დრომდე გარდაცვლილის მიერ თვითმკვლელობაზე რაიმე სახის დატოვებული შეტყობინება არ აღმოუჩენიათ.