,,საპატრიარქოს განცხადება სამართლებრივად არასწორადაა ფორმურილებული", - განაცხადა ჟურნალისტებთან პრმიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაშემწემ თამარ ჩუგოშვილმა საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას.
,,საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნებართვა არ გაიცეს აქციის ჩატარებაზე, რაც სამართლებრივად არის არასწორი ფორმულირება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არ ხდება ნებართვის გაცემა, ჩვენ არ გვაქვს სანებართვო სისტემა შეკრებისა და მანიფესტაციების გამართავაზე, რაც კარგია. ერთადერთი, რაც ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აქციის ორგანიზების შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ და მხლოდ შეტყობინება და ნებართვის გაცემის მანდატი სახელმწიფოს არ გააჩნია შეკრებისა და მანიფესტაციის უზრუნველყოფის დროს", -განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციისთან დაკავშირებით საპატრირქომ მერიასა და მთვრობას მოუწოდა არ გასცეს ნებართვა დემონსტრაციის გასამართად.