თბილისის საქალაქო სასამართლომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილეს გელა ხვედელიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარი გირაო შეუფარდა.
ხვედელიძე პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძე სამართალდამცავებმა 12 მაისს დააკავეს და მას ბრალად პირადი საიდუმლოების ხელყოფა ედება. საუბარია ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე.