ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, შპს „აიფონ +" -ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და მამუკა მარღიშვილი, მენეჯერი ვლადიმერ ძურძუკი და მისი თანაშემწე, მიხეილ პავლიაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა 605 714 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების დეკლარირება საბაჟოზე არ მოახდინეს.
მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 5 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.