დედაქალაქის ვაკის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრის, სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორის, ზაზა გოროზიას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ზაზა გოროზიამ განუცხადა, ის პოლიციაში ფრანგულ რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.
გოროზიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რესტორანში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან არავითარ აგრესიას ადგილი არ ქონია.
""შეიძლება რომ 30 კაცი ვყოფილიყავით და სამს ვეცემეთ? ყველა ვეუბნებოდით რომ გაჩერებულიყვნენ მაგრამ ჩხუბი უნდოდათ. ვაკესა და ვერაზე თქვენ ვერ იქეიფებთ, გვაძახებდნენ რომ თქვენი დრო წავიდაო, ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოროზიამ.
შეგახსენებთ,რომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრის, სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორიზაზა გოროზია დაშავდნენ.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.