. საქართველოს პარლამენტის ეზოში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინიციატივით, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი მემორიალური გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას იუნკრების შთამომავლები ესწრებოდნენ.
დღესვე პარლამენტის ეზოში არსებული `ხარების" სამლოცველოში დაღუპული იუნკრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
დავით ბაქრაძემ იუნკრების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს. ქართველი იუნკრები ძირითადად, თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 24 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა კოჯრის მდელოზე. გარდაცვლილი იუნკრები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც დღევანდელი პარლამენტის და მაშინდელი "სობორის", ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარეობდა. დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი.