შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი კანდიდატია. როგორც ჟურნალისტებთან ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განმარტა გიორგი მარგველაშვილი ვერ შეძლებს ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების ადეკვატურად მოგვარებას.
,,ივანიშვილმა კიდევ ერთელ მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ხალხს, როდესაც უარი განაცხადა, თვითონ ეყარა კენჭი პრეზიდენტად და წარმოადგინა ამ პოსტზე სატელიტი, მარიონეტი თოჯინა, რომელიც იქნება მისი ნების უსიტყვო შემსრულებელი", _განაცხადა ჟურნალისტებთან შალვა ნათალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილილი ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გუშინ დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები