ხვალ ფოთში სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს, რომლის თემასაც პრესსამსახური არ აკონკრეტებს. პრესკონფერენცია ფოთში, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან, 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა. დღესვე, ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ დროისათვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია.