დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნისა და გადადგომისაკენ მოუწოდა.
პრემიერის განცხადებით, როცა კანდიდატები ცესკოში დარეგისტრირდება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ასევე, არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტმა. „მოვუწოდებ მას, გამოვიდეს და დანიშნოს თარიღი. არაფერი უშლის ხელს. ხოლო როცა თარიღს დანიშნავს და არჩევნებამდე ორი თვე დარჩება, როგორც ვიცი, უნდა გადადგეს თანამდებობიდან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები