რუსეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე ვილნიუსიდან თბილისში დაბრუნდა. როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, "სამართლიანობის დასამტკიცებლად" მას სამი თვე დასჭირდა.
"ძნელი იყო საქართველოს გარეთ ყოფნა სამი თვის განმავლობაში",_ განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ მან დაუმტკიცა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მისი დაკავების შესახებ განაცხადი "ცივილიზებულ ევროპაზე არ ვრცელდება".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გივი თარგამაძეზე ძებნა მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა, მოსკოვში ბოლოტნი მოედანზე ორგანიზებული არეულობების გამო.
მასალის გამოყენების პირობები