,,ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ იმავე სერიდანაა, რაც ის, რომ მე ძუძუებს ვაჭამდი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას. აღნიშნულის შესახებ იმ აუდიოჩანაწერშია ნათქვამი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა.
„მე ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგიაც და მექანიკაც და, მე თვითონაც გამომიყენებია იგივე, რადგან ძველი რევოლუციონერი ვარ. როგორ შეიძლება შემაშინონ სასტვენის სტვენით. ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ იმავე სერიდანაა, რაც ის, რომ მე ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს. 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ იყო რჩეული ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად, მაგრამ ეს იშვიათზე იშვიათი შემთხვევაა"- ნათქვამია აუდიოჩანაწერში, რომელსაც ,,იმედი" ავრცელებს.