,სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს იწყებს მთელი საქართველოს მასშტაბით", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ შსს სხეულზე დასამაგრებელ ფარულ სათვალთვალო კამერაზე ტენდერი გამოაცხადა.
,,სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს იწყებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს შსს გამოაცხადა ტენდერი სხეულზე დასამაგრებელ ფარულ სათვალთვალო კამერაზე, რომელშიც აპირებს დახარჯოს მილიონ 130 ათასი ლარი", _ განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თითოეული მოქალაქის ქმედება გაკონტროლებული იქნება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ბინძური ხერხებით ცდილობს მოქალაქეების ცხოვრება გაკონტროლოს.
,,ფარული კონტროლი, ფარული თვალთვალი ეს არის კანონგარეშე, ეს არ არის კანონით დაშვებული სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე", _განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები