გამორიცხული არ არის კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" მეექვსე საპრეზიდენტო კანდიდატიც ჰყავდეს. ამის შესახებ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"ირაკლი ალასანიამ შედეგი იცის თუ ვინ იქნება კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. ალასანია ერთ-ერთი ლიდერია იმ ჯგუფში სადაც ეს საკითხები განიხილება. მე როგორც ვიცი და როგორც გახდა ცნობილი სულ ხუთი კანდიდატი განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული დასახელდეს მეექვსე",- განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია ვინ იქნება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატებად ხუთი ადამიანი სალომე ზურაბიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ალასანია და კახა კალაძე სახელდებიან.