სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხაა.
"სახელმწიფო სახსრებით მოხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა, მათ შორის დაფინანსდება შენობების რეაბილიტაცია", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ქარის სიმძლავრე გუშინ 32 მეტრ წამს შეადგენდა, რაც სტიქიას გრიგალის კვალიფიკაციას აძლევს. მხოლოდ თბილისში ქარმა სახურავი 150-მდე შენობას ახადა. სტიქიამ დედაქალაქის გარდა განსაკუთრებით ოთხი რეგიონის - ქვემო და შიდა ქართლის, კახეთისა და მცხეთა მთიანეთის რამდენიმე რაიონი დააზიანა