,,შრომის კოდექსში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
,,შრომის კოდექსთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები არის ბიზნესისგან. დამსაქმებლები ითხოვდნენ შედარებით ლიბერალურ კანონმდებლობას, რომელიც არ შეზღუდავს ინვესტორებს, ბიზნესმენებს. ამიტომ მთავარია ბალანსი იყოს სწორად დაცული. ერთის მხრივ დასაქმებული უფლებები იყოს დაცული და მეორე მხრივ დაცული უნდა იყოს ინვესტორების უფლებები", -განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, შრომის კოდექსთან დაკავშირებით თავად კოალიციის შიგნითაც განსხვავებული პოზიციები იყო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა შრომის კოდექსი პირველი მოსმენით უკვე განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები