მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ყველა ადამიანს, ვინც ივერიის ღვთსმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის შემოწირულობას იღებს მადლობა გადაუხადა. ასევე მახათას მთაზე შეკრებულ მრევლს კურთხევა მისცა, რომ წაეღოთ ოჯახის მფარველად ივერიის ღვთისმშობლის თითო-თითო ხატი, რომლებზეც დატანილია ილია მეორის მიერ შექმნილი ლოცვა.
მახათს მთაზე აღვლენილ პარაკლისს ხელისუფლების წარმომადგენლებიც სწრებოდნენ. მათ მედიის წარმომდგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.