"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებისგან კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვენ, თუ როდიდან დაიწყება სახელმწიფო სახელფასო დავალიანებების გასტუმრების პროცესი. ეს მოთხვნა დღეს პლენალურ სხდომაზე `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა რატი მაისურაძემ დააყენა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს სახელფასო დავალიანებების გადახდას, ამას შეიძლება ეწოდოს `დავალიანების გადაუხდელობა", მაგრამ როდესაც ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდება, ეს უკვე `სინდისის ვალია".
რატი მაისურაძის თქმით, მოქალაქეებისთვის მათ მიერვე გამომუშავებული თანხების გადახდა ან კონკრეტული საბიუჯეტო ორგანიზაციის კეთილ ნებაზეა დამოკდიებული, ან მათ უნდა დახარჯონ ენერგია, დრო და ფუალი და სასამართლოს მიმართონ. დავალიანება კი, მისი თქმით, 44 მილიინს შეადგენს.
სწორედ ამიტომ იგი ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხის გაცემას ითხოვს, თუ როდის დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
"ჩვენ გავინტერესბეს, როდის დაიწყებს სახელმწიფო 44 მილიონი ლარის ეტაპობრივ გადახდას", - გადანაცხადა მაისურაძემ.
მაგრამ საინტერესო ის არის. რომ უმრავლესობის წევრებს ამ საკითხზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.