ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა.
აჭარის ტელევიზის ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი დაახლოებით 55 წლისაა.
მეზობლების აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სომეხი ეროვნებისაა, იგი ხუთსართულიანი ბინის მეხუთე სართულზე ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობდა.
იმყოფებოდა თუ არა შვილი უბედური შემთხვევის დროს სახლში, ჯერ უცნობია. დეტალების გარკვევას ადგილზე მობილიზებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ.