მექსიკაში ცნობილი ჟურნალისტების შვილები მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაუდგენელი პირების მიერ მოკლულები არიან 21 წლის დიეგო და 20 წლის ალფრედო პარამოები.
მათი მამა დავიდ პარამო მექსიკაში ცნობილი ტელე და რადიო წამყვანია, ხოლო დედა მარტა გონსალესი ჩიუაუას შტატში გამომავალი გაზეთის მთავარი რედაქტორია.
მექსიკის მედიის ინფორმციით, თვდამსხმელები ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა ჩიუაუას შტატში მოხდა,რომლიც აშშ-ს ესაზღვრება.
პროკურატურის განცხადებით, მომხდარი არ უკავშირდება ძმების მშობლების პროფესიულ საქმიანობას.
ქვეყნის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ დარუპულთა ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა რომდამნასავეები დაუსჯელები არ დარჩებიან.