თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5, 6 მაისს, 08.00-19.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გამოსასვლელიდან; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" სასაფლაოს მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩადან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან" - ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით.