ოზუგრეთში ორი მამაკაცი გელა კობალაძე და რევაზ მახარაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გელა კობალაძე ხელშია დაჭრილი, ხოლო რევაზ მახარაძე ფეხში.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა, როდესაც დაშავებულები ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
ამ დროისთვის დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ მუქრება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.