1-ელ მაისს ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული კ.ა. გარდაიცვალა. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო სამსახურის პირველადი ვერსიით ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას .(საკუთარი ზეწრის გამოყენებით - ასფიქსია).
კ.ა. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა).
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდუილი დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გახდა ცნობილი 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულმა, კუჭის ტკივილი მოიმიზეზა და უარი განაცხადა სეირნობაზე. სეირნობიდან დაბრუნებულმა თანასაკნელებმა მსჯავრდებული კ.ა. გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.