,,მიკროფონი შეიძლება სტუდენტმაც დაიკაოს", -განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს ორი ჟურნალისტის დაკავების კომენტირებისას.
,,პოლიციელებმა საკმარისზე მეტი მოითმინეს. სამწუხაროა, რომ ამ ინციდენტში ორი ჟურნალისტი მოჰყვა, მაგრამ უნდა გვითვალისწინოთ, რომ პოლიციელი იმ დროს ვერ გაარკვევდა ვინ იყო და ვინ არ იყო ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ინციდენტში ორი ჟურნალისტი მოხვდა, მაგრამ პოლიციელი ადგილზე ვერ გარკვევდა იყო თუ არა ეს ადამიანი პოლიციელი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის მომხდარი ინციდენტისას სამართალდმცველებმა ორი ჟურნალისტიც დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები