,,პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო", -განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან გამოხატული რეაგირება აბსოლუტურად ადეკვატური იყო.
,,ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იქნება ეს სტუდენტების მანიფესტაცია თუ სხვა, მათი ვალდებულებაა დაიცვან და არა დაარღვიონ კანონი. პოლიცია მოიქცა ისე როგორც უნდა მოქცეულიყო. მათ დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი ", _ განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ გადაჭარბებულია საუბარი იმაზე თითქოს პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები