,ვფიქრობ, მთავრობაში დავით კირვალიძის უკან დაბრუნება მაინცდამაინც კარი არ იქნება, რადგან რეალური შედეგები არ არის", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ დავით კირვალიძის გადაწყვეტილების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ღისრსეულია.
,,ყოველთვის გამოითქმებოდა შენიშვნები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დავით კირვალიძის მიმართ. მე ხშირად გამოვთქვამდი ხისტ შენიშვნებს, რომელიც არ უკავშირდებოდა დავით კირვალიძის პიროვნებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, სადაც შეიძლება სერიოზული გარღვევა მოხდეს", -განცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორხელიძემ და აღნიშნა, რომ მომავალშიც ყველა მინისტრი მოწოდებული უნდა იყოს იმისკენ, რომ რეალური შედეგი დადოს.
გიორხელიძე ვერ ასახელებს ვინ შეიძლება იყო სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი.
,,არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელთანაც პრემიერ-მინისტრი მსჯელობს კადრებთან დაკავშირებით. ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დემურ გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას გამოძიების დასრულებამდე ტოვებს.