სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თხოვნა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა - ამის შესახებ თავად სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავად განაცხადა.
კირვალიძის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო მიიღო. მისივე განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია და მათ შორის მისი ბევრი მეგობარია.
"დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა კირვალიძემ.
შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააკავა.