ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ კომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ევროკომისიამ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, მე-19 პაკეტი. პრეზიდენტი ფონ დერ ალიენი კალასთან ერთად შუადღით გააკეთებენ განცხადებას, რა დროსაც გამოაცხადებენ ზუსტად ამ სანქციების პაკეტის შესახებ“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მის მიღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.