,დავით კირვალიძის გადაწყვეტილებაში დრამატული არაფერი არ არის", -განაცხადა ჟურნალისტებთან საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დავით კირვალიძის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,ამაში ტრაგიკული, დრამატული არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენაა. დემოკრატიულ მთავრობებში მინისტრები გადაწყვეტილებას ღებულობენ, როდესაც ხვდებიან, რომ რაღაც შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო და არ გამოვიდა", _განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნებოს მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. მან აღნიშნული წინადადებით პირადად მიმართა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს. მის მოვალეობას მისი მოადგილე შეარულებს.
"სოფლის მეურნეობის სამინიტროში განვითარებული მოვლენები არის სამწუხარო. დარწმუნებული ვარ ზოგიერთ მათგანს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამას გამოძიება მალე დააგდნეს", - განაცხადა კირვალიძემ.