ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,შს სამინისტროს საგანგებო და სპეციალური ღონისძიებების ცენტრის იალღუჯას სასწავლო ბაზა მოინახულეს, სადაც საჩვენებელი ვარჯიში გაიმართა.
ვარჯიშის დროს წარმოდგენილი იყო ანტიტერორისტული ოპერაციის კომპონენტები, რომლებშიც შსს-ს სპეციალურმა დანაყოფებმა განაღმვის, მძევლების გათავისუფლებისა და ავტობუსის შტურმის პრაქტიკული უნარები წარმოაჩინეს. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჩვენებელ ვარჯიშს სტუმრებთან ერთად დაესწრო.
იალღუჯას სასწავლო მომზადების ბაზის დათვალიერების შემდეგ სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ მართვის მოწმობებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემის გამარტივებულ პროცედურებს.